ცხინვალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ცხინვალი
ცხინვალის დასახლება 1886 წელს
ცხინვალის დასახლება 1886 წელს
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი გორის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°14′00″ ჩ. გ. 43°58′00″ ა. გ. / 42.23333° ჩ. გ. 43.96667° ა. გ. / 42.23333; 43.96667
პირველი ხსენება 1398
ადრეული სახელები სტალინირი
ქალაქი 1934  წლიდან
მოსახლეობა 42 ათასი კაცი (1989)
სატელეფონო კოდი +995 344[1]
საფოსტო ინდექსი 7300[2]

GEO-SKL-GR.svg

Red pog.svg

ცხინვალი — რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი საქართველოში, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისა და ყოფილი ცხინვალის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 1934-1961 წლებში ქალაქს „სტალინირი“ ერქვა. მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, დიდი ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 870 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 42 ათასი (1989 წ.). სახელი წარმოსდგება მცენარე რცხილადან, ძველი ქართულით ქრცხილა, აქედან ქრცხინვალი.

ისტორია[რედაქტირება]

დღევანდელი ცხინვალის ტერიტორია პირველად ბრინჯაოს ხანაში დასახლდა. არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ნამოსახლარები და საყოფაცხოვრებო ნივთები უნიკალურია იმ მოსაზრებით, რომ მათში აშკარაა გავლენა როგორც იბერიული ისე კოლხური კულტურების, შესაძლო სარმატული ელემენტებით.

პირველი ქრონიკები ცხინვალზე ქართულ წყაროებში თარიღდება 1398 წელს, როგორც სოფელი ქართლში, თუმცა უფრო გვიანდელი წყარო მოიხსენიებს III საუკუნის იბერიის მეფე ასფაგურის მიერ ამ ადგილას ციხე-სიმაგრის დაარსებას. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ცხინვალი იყო მცირე სამეფო დაქვემდებარების ქალაქი, რომელიც ძირითადად სამონასტრო ბერებით იყო დასახლებული. ცხინვალი რუსეთის იმპერიამ შეიერთა დანარჩენ აღმოსავლეთ საქართველოსთან ერთად 1801 წელს. მდებარეობდა რა სავაჭრო გზაზე, რომელიც აკავშირებდა ჩრდილოეთ კავკასიას თბილისსა და გორთან, ცხინვალი თანდათან კომერციულ ქალაქის ტიპის დასახლებად გადაიქცა შერეული ებრაული, ქართული, სომხური და ოსური მოსახლეობით.

საქართველოს რუსეთისგან დამოუკიდებლობის პერიოდში 1918-20 წლებში აქ მოხდა შეტაკებები საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და პრობოლშევიკურ ოსურ აჯანყებულ გლეხებს შორის. საბჭოთა წყობა დამყარდა 1921 წლის მარტში შემოსული წითელი არმიის მიერ, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ცხინვალი ახლად ჩამოყალიბებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დედაქალაქი გახდა საქართველოს სსრ-ის ფარგლებში. შემდგომში საბჭოთა „კორენიზაციის“ პოლიტიკისა და ინტენსიური ურბანიზაციის შედეგად ქალაქი მეტწილად გარშემო მდებარე სოფლებიდან მიგრირებული ოსი ეროვნების მოსახლეობით დასახლდა.

1991-92 წლის კონფლიქტში დაღუპულთა მემორიალი წმინდა გიორგის ეკლესიის ფონზე.

საბჭოთა პერიოდში ქალაქი ძირითადად ინდუსტრიული ცენტრი იყო ხე-ტყის გადამმუშავებელი ქარხნებითა და საფეიქრო ფაბრიკებით. გაჩნდა ასევე რამდენიმე კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც, მათ შორის სახელი გაითქვა პედაგოგიურმა ინსტიტუტმა (ამჟამად ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და დრამატულმა თეატრმა.

ქართულ-ოსური კონფლიქტის გამწვავების პერიოდში ცხინვალი ეთნიკური დაძაბულობისა და შეიარაღებული კონფრონტაციის მოწმე გახდა. 1992 წელს სოჭში დადებული შეთანხმებით ცხინვალი ოსი სეპარატისტების ხელში დარჩა, რამაც ქართული მოსახლეობა იძულებული გახადა ქალაქი დაეტოვებინა.

ამჟამად ცხინვალი თვითგამოცხადებული „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დედაქალაქის ფუნქციას ატარებს. ქალაქი შედარებით მშვიდობიანია, თუმცა შესამჩნევად გაღატაკდა ორ კონფლიქტურ მხარეს შორის პილიტიკური შეთანხმების არარსებობის გამო.

2008 წლის 8 აგვისტოდან 10 აგვისტოს ჩათვლით ქალაქში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა და რუსული არტილერიის უმოწყალო დაბომბვის შედეგად ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

დემოგრაფია[რედაქტირება]

1770 წელს ქალაქში 700 კომლი ცხოვრობდა. „დიდი ლიახვის კიდეზედ, არს მცირე ქალაქი ქრცხინვალი, კეთილ ჰაეროვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი“ — აღნიშნავდა ვახუშტი მის შესახებ. ეს თავისებურება შენარჩუნებულ იქნა XX საუკუნის 20-იან წლებამდე. შემდგომში დემოგრაფიული სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა[საჭიროებს წყაროს მითითებას].

1910 წლის აღწერით ცხინვალის მოსახლეობა იყო 5.033 ადამიანი, მათ შორის იყვნენ: 42.3% ქართველი ებრაელები, 33% ქართველები, 13.4% სომხები და 11% ოსები. 1989 წელს ჩატარებული საბჭოთა ცენზის მიხედვით ცხინვალის მოსახლეობა შეადგენდა 42.934 ადამიანს. ამჟამად მისი მოსახლეობა დაახლ. 20.000-ს შეადგენს. (იხ. ცხრილი)

ეროვნება 1886 1922 1959 1970 1989
ქართველები 1,1 1,4 4,6 5,5 6,9
ოსები - 0,6 12,4 20,8 31,5
ებრაელები 1,9 1,7 1,6 1,5 0,4
სომხები 0,7 0,8 0,9 0,8 0,7
რუსები - 0,1 1,6 1,2 1,8
სულ (ათასებში) 3,8 4,6 21,6 30,3 42,3

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ქალაქში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - კავთის წმ. გიორგის ეკლესია, რომლის უძველესი სამშენებლო ფენა მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. აქ არის აგრეთვე ციხე-გალავანი (1718 წ.), ღვთისმშობლის მიძინების, კვირაცხოვლის და ზღუდერის წმ. გიორგის ეკლესიები. ცხინვალში არის ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიის რეზიდენცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]