ხორბალოს ღვთისმშობლის ეკლესია (დიდი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხორბალოს ღვთისმშობლის ეკლესია (დიდი)ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ხორბალოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2,5 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,7 მ), უაფსიდო. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით და რიყის ქვით. საფასადო წყობაში რიგების სწორხაზოვნება მეტ-ნაკლებადაა დაცული. შიგნით კედლები შელესილია. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: სახურავზე აყრილია საფარი; ფასადებზე აქა-იქ საპირე წყობა ჩამოშლილია. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილშია. კარი სწორკუთხაა. ოთხივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილში — თითო სწორკუთხა ნიში. შიგნით ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]