აწყურის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აწყურის კვირაცხოვლის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ აწყურში. დგას სოფლის სამხრეთით ერთ კილომეტრზე, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (3,65 X 3,1 მ), უაფსიდო, ნაგებია რიყის ქვით. წყობა ირეგულარულია. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი სწორკუთხაა. აღმოსავლეთ კედელში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია, მის ორივე მხარეს — თითო პატარა ნიში. დარბაზი საკურთხეველთან ერთად გადახურულია შეისრული ფორმის სხმული კამარით. ეკლესიას ქვიშაქვის თხელი ქვებით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდანი აქვს. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]