ჩოფჩაურის სამების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩოფჩაურის სამების ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ნასოფლარის დასავლეთით 1,6 კილომეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (5,5 X 4,3 მ). ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,9 მეტრს არ აღემატება. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია შირიმით ნაწყობი წირთხლების მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის გვერდშიც მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]