განთიადი (დაბა)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ განთიადი (მრავალმნიშვნელოვანი).
დაბა
განთიადი
Tsandrypsh.JPG
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი გაგრის მუნიციპალიტეტი
კოორდ. 43°22′00″ ჩ. გ. 40°05′00″ ა. გ. / 
ზღვის დონიდან 3
ტელ. კოდი +995 443[1]
საფოსტო ინდექსი 6700[2]

GEO-AB-GG.svg

Red pog.svg

განთიადი (დაბა) მდებარეობა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა

Red pog.png

განთიადი (ასევე წანდრიფში[3], აფხ. Цандрыҧшь) — დაბა გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, აფხაზეთში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე საქართველო-რუსეთის საზღვართან (გაგრიდან 15 კმ). დაბაზე გადის თბილისი-სოჭის სარკინიგზო და საავტომობილო მაგისტრალები. დაბის ადგილას ადრე სოფელი წანდრიფში მდებარეობდა, 1867 წელს მას პილენკოვო უწოდეს, 1948-1993 წლებში განთიადი ერქვა. აფხაზეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა კონფლიქტის შემდეგ სახელი გადაარქვა და ამჟამად წანდრიფშად იწოდება. დაბის სტატუსი მიენიჭა 1966 წელს. მოსახლეობა 7,3 ათასი (1970). განთიადი ზღვისპირა კლიმატური კურორტია: აქ მდებარეობდა პანსიონატები, სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები. ქართულ-რუსული კონფლიქტის შემდეგ ინფრასტრუქტურა მოშლილია.

სქოლიო [რედაქტირება]