ზუგდიდი
ვიკიპედიიდან
| ქალაქი
ზუგდიდი
ზუგიდი
|
ზუგდიდი — ქალაქი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია ოდიშის დაბლობზე, მდინარე ჩხოუშის ნაპირას, ზღვის დონიდან 110 მ სიმაღლეზე. მოსახლეობა 69 000 ათასი (2009 წ.).
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორიული ცნობა
ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი). წყაროებში პირველად მოიხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში. ზუგდიდი ოდიშის სამთავროს პოლიტიკური, ადმინისტრაციული და კულტურული ცენტრი იყო. აგრეთვე იყო ქართული მწიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა. აქ ამრავლებდნენ ხელნაწერებს. ლიტერატურული საქმიანობა განსაკუთრებით გაჩაღდა ლევან II დადიანის კარზე, სადაც მოღვაწეობდნენ მამუკა თავაქალაშვილი და ბარძიმ ვაჩნაძე. XVIII საუკუნეში ბეჟან დადიანის კარზე მოღვაწეობდა პეტრე ჩხატარაისძე. ჩვენამდე მოღწეულია დადიანთა წიგნთსაცავში დაცულ ხელნაწერთა მდიდარი კოლექცია.
აღმოსავლეთის ომის 1853-1856დროს, 1855 წელს ზუგდიდი ოსმალებმა დაიკავეს. ნოემბერში ქართულმა მილიციამ გენერალ-მაიორის გრიგოლ დადიანის სარდლობით გაანადგურა მტერი. რის შემდეგ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. სამეგრელოს გლეხთა აჯანყების (1856-1857) დროს, 1857 მაისში, ქალაქი აჯანყებულთა ხელში გადავიდა.
[რედაქტირება] ეკონომიკა
ქალაქში არის რკინიგზის სადგური თბილისი-ჯვარის მონაკვეთზე, გადის საერთაშორისო (თბილისი-სოხუმი) და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (ზუგდიდი-მესტია, ზუგდიდი-ანაკლია) გზები. ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოები (ცელულოზა-ქაღალდის კომბინატი, ფაიფური ქარხანა, ჩაის ფაბრიკა, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები (ზუგდიდის დრამატული თეატრი, ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი). ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან შემორჩენილია სამეგრელოს მთავრების დადიანების სასაახლე, ეკლესია და სხვა ნაგებობები (XIX ს.). საყურადღებოა ბოტანიკური ბაღი იშვიათი მცენარეულობით, აგრეთვე ქალაქის ცენტრალური ხეივანი.
[რედაქტირება] გალერეა
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
აფხაზეთი : სოხუმი · ტყვარჩელი · გაგრა · გუდაუთა · გალი · ოჩამჩირე · ახალი ათონი · გულრიფში · ბიჭვინთა · განთიადი · მიუსერა.
აჭარა : ბათუმი, ქობულეთი · მახინჯაური · ჩაქვი · ოჩხამური · ქედა · ხელვაჩაური · შუახევი · ხულო
გურია : ოზურგეთი, ლანჩხუთი · ლაითური · ნარუჯა · ქვედა ნასაკირალი · ურეკი · ჩოხატაური
იმერეთი : ქუთაისი, ტყიბული · წყალტუბო · ჭიათურა · ბაღდათი · ვანი · ზესტაფონი · თერჯოლა · სამტრედია · საჩხერე · ხონი · შორაპანი · კულაში · ხარაგაული
კახეთი : თელავი, ახმეტა · გურჯაანი · დედოფლისწყარო · ლაგოდეხი · საგარეჯო · სიღნაღი · ყვარელი · წნორი · მირზაანი
სამეგრელო : ფოთი, ზუგდიდი, აბაშა · მარტვილი · სენაკი · ფოთი · წალენჯიხა · ჯვარი · ხობი · ჩხოროწყუ
სამცხე-ჯავახეთი : ახალქალაქი, ახალციხე · ბორჯომი · ვალე · ნინოწმინდა · ბაკურიანი · ბაკურიანის ანდეზიტი · წაღვერი · ახალდაბა · ადიგენი · აბასთუმანი · ასპინძა
რაჭა-ლეჩხუმი-სვანეთი : ამბროლაური, ონი · ცაგერი · მესტია · ლენტეხი · ხარისთვალა
ქართლი : გორი, კასპი · ქარელი · ცხინვალი · ხაშური · მცხეთა · დუშეთი · რუსთავი · ბოლნისი · გარდაბანი · დმანისი · თეთრი წყარო · მარნეული · წალკა · დიდი ლილო · კოჯორი · კაზრეთი · მანგლისი · თამარისი · შაუმიანი · ბედიანი · თრიალეთი · სურამი · აგარა · ზაჰესი · ახალგორი · ჟინვალი · ფასანაური · თიანეთი · სიონი · სტეფანწმინდა
თვითმმართველი ქალაქები : თბილისი · ბათუმი · ქუთაისი · რუსთავი · ფოთი
- ↑ კურსივით აღნიშნულია დაბები.


