მატნის ელიას ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მატნის ელიას ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დგას სოფლის ჩრდილოეთით 700-800 მეტრზე, ტყით დაფარულ მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (4,3 X 4 მ), ნაგებია რიყის ქვის ირეგულარული წყობით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ნაგებობიდან მთელ სიმაღლეზე მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილიღა დგას. ჩამონგრეულია კამარის დასავლეთ ნახევარი, მონგრეულია გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილისა და დასავლეთ კედლის ზედა ნაწილი. შესასვლელი ეკლესიაში სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზე ვიწრო, შიგნით სწორკუთხა, გარედან თაღოვანი სარკმელია. ერთი სარკმელია დასავლეთ კედელში (შემორჩენილია ქვედა ნახევარი). გრძივ კედლებში თითო მცირე ნიშია. დარბაზი საკურთხეველთან ერთად გადახურული იყო ქვადუღაბის, ქარგილების საშუალებით ჩამოსხმული კამარით. ეკლესია გადახურული ყოფილა კრამიტით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]