მატანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მატანი

სოფლის ხედი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი მატანი
კოორდინატები 42°04′39″ ჩ. გ. 45°11′52″ ა. გ. / 42.07750° ჩ. გ. 45.19778° ა. გ. / 42.07750; 45.19778
ცენტრის სიმაღლე 570
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 4451[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მატანი — საქართველო
მატანი
მატანი — კახეთის მხარე
მატანი
მატანი — ახმეტის მუნიციპალიტეტი
მატანი

მატანისოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე მატნისხევის (ალაზნის სისტემა) ნაპირებზე. ზღვის დონიდან 570 , ახმეტიდან 5 კმ.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 4451 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 5474 2704 2770
2014[1] 4451 2251 2200

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის მიდამოები V-VI საუკუნეებიდან ყოფილა დასახლებული. სახელწოდება სოფელს ერწო-თიანეთიდან კახეთში მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის დროს უნდა შერქმეოდა. თვით ერწოში ტოპონიმი „მატანიXII-XIII საუკუნეებშია დადასტურებული.

ქართულ საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად XVI საუკუნეში ლევან კახთა მეფის დროს (1518/1520–1574 წწ.) იხსენიება. XVII–XVIII საუკუნეებში მატანი კახეთის თავადებს ჩოლოყაშვილებს ეკუთვნოდათ.

1798 წელს სოფელში დაბანაკებულმა დავით ბატონიშვილმა 100 კაცით სასტიკად დაამარცხა ლეკთა 500-კაციანი რაზმი და ალაფი დაატოვებინა.

1812 წლის აჯანყების დროს მატნელებმა და ახმეტელებმა დაამარცხეს მატანში მდგარი რუსების სამხედრო ნაწილი.

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ სოფელი თიანეთის მაზრაში შევიდა.

ისტორიული ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის დასავლეთით, 3-4 კმ-ზე, დგას ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - სამონასტრო კომპლექსი „ცხრაკარა“. თვით სოფელში რიყისა და ნატეხი ქვით ნაგები წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XVI ს.) და შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევებია. სოფლის მახლობლად შემორჩენილია ჩოლოყაშვილთა სასახლის ნანგრევები და სხვადასხვა დროის არქეოლოგიური ძეგლები. 2012 წელს სოფელთან აღმოაჩინეს „დევების ნასადგომარი“ - ციკლოპური ნაგებობების ნაშთები[3]

სახალხო დღესასწაულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელში ტრადიციულად ყოველწლიურად ტარდება რამდენიმე რელიგიური ხასიათის ფესტივალი, მათ შორის აღსანიშნავია დიდბატონობა (წმ. გიორგის დღის აღნიშვნა 23 ნოემბერს), ყეინობა (დიდმარხვის პირველ დღეს), ლაშარობა (შემოდგომით) და ციხეგორობა (აღდგომის სამშაბათს).

ცნობილი მატნელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მატანში დაიბადა საქართველოს ეროვნული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი (1888-1930).

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 487.
  • ზაქარაია პ., კახეთის საფორტიფიკაციო ნაგებობანი, თბ. 1962 წ.
  • თეიმურაზ ბატონიშვილი, ახალი ისტორია, თბ. 1983 წ.
  • ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 4, თბ. 1972 წ.
  • ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 5, თბ. 1974 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  3. კახეთის საინფორმაციო ცენტრი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-02. ციტირების თარიღი: 2012-03-02.