ოსიაურის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსიაურის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ოსიაურის სამხრეთ-დასავლეთით 400 მეტრზე, ბორცვზე. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით.

ძეგლი სამეკლესიანი ბაზილიკაა (8,2 X 7,7 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. ეკლესია თითქმის მთლიანად დანგრეულია, იმდენად, რომ გეგმის კონტურის დადგენა, გათხრა-გასუფთავების გარეშე, არ ხერხდება. მეტნაკლებად შემორჩენილია, მხოლოდ შუა ეკლესიის კედლები. შუა ეკლესია გვერდით ეკლესიებზე თითქმის ორჯერ უფრო განიერია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნალისებრი აფსიდით, რომლის ღერძზე სარკმლის ნაშთია შემორჩენილი. ნალისებრი მოყვანილობა აქვთ გვერდის ეკლესიების აბსიდებსაც (შემორჩენილია მცირე ნაწილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]