თედო ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაფარიძე.
თედო ჯაფარიძე
თედო ჯაფარიძე
საქართველო
საქართველო
საქართველოს
საქართველო
საქართველო
საგარეო საქმეთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 ნოემბერი, 2003 – 20 მარტი, 2004
პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრი  ზურაბ ჟვანია
წინამორბედიირაკლი მენაღარიშვილი
მემკვიდრესალომე ზურაბიშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 მარტი, 2002 – 30 ნოემბერი, 2003
პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
პრემიერ-მინისტრიავთანდილ ჯორბენაძე
წინამორბედინუგზარ საჯაია
მემკვიდრევანო მერაბიშვილი

დაბადებული18 სექტემბერი, 1946 (1946-09-18) (77 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაქართული ოცნება
განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
წოდება
გენერალ-მაიორი
პროფესიაფილოლოგი, ისტორიკოსი, დიპლომატი
საქმიანობაპოლიტიკა
ჯილდოებიბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი

თედო ჯაფარიძე (დ. 18 სექტემბერი, 1946, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი დიპლომატი, თანამდებობის პირი, მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (2003–2004). გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1971 წელის დაამთავრა წითელი დროშის ორდენოსანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1974–1977 წლებში თედო ჯაფარიძე საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული აშშ-ისა და კანადის ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლობდა. 1977–1989 წლებში ამავე ინსტიტუტის ჯერ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდეგ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. 1990 წლიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზირების სამსახურის უფროსი იყო. 1991 წელს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე. 1992 წელი — მუშაობს საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის თანაშემწედ ეროვნულ უშიშროების საკითხებში. 1994–2002 წლებში თედო ჯაფარიძე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო აშშ-სა და კანადაში. 2002 წელს დაინიშნა საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად. 2003 წლის 30 ნოემბრიდან 2004 წლის 20 მარტამდე იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. 2012–2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“. არის 200-ზე მეტი სამეცნიერო პოლიტიკური პუბლიკაციის ავტორი.

ჰყავს ერთი შვილი. ფლობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018) „საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქართული დიპლომატიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის“[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „პრეზიდენტმა ირაკლი მენაღარიშვილი და თედო ჯაფარიძე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა“. ghn.ge. 29 მაისი, 2018. ციტირების თარიღი: 14 ოქტომბერი, 2022. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)