ფოსტენ არშანჟ ტუადერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფოსტენ არშანჟ ტუადერა
Faustin-Archange Touadéra
ფოსტენ არშანჟ ტუადერა Faustin-Archange Touadéra
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა30 მარტი, 2016
პრემიერ-მინისტრი  მაჰამატ კამუნი
წინამორბედიკათრინ სამბა-პანზა

თანამდებობაზე ყოფნის დრო
22 იანვარი, 2008 – 17 იანვარი, 2013
პრეზიდენტიფრანსუა ბოზიზე
წინამორბედიელი დოტე
მემკვიდრენიკოლას ტიანგეი

დაბადებული21 აპრილი, 1957 (1957-04-21) (61 წლის)
ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
განათლებაბანგის უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხიფილოსოფიის დოქტორი მათემატიკაში

ფოსტენ არშანჟ ტუადერა (ფრანგ. Faustin-Archange Touadéra; დ. 21 აპრილი, 1957, ბანგი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა[1] ) — ცენტრალურ აფრიკელი პოლიტიკოსი, აკადემიკოსი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი 2008 წლის 22 იანვრიდან 2013 წლის 17 იანვრამდე.

აკადემიური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოსტენ არშანჟ ტუადერა დაიბადა 1957 წლის 21 აპრილს ბანგში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა[2] . ტუადერამ ბანგის და აბიჯანის უნივერსიტეტები დაამთავრა, ამასთანავე მიიღო ორი დოქტორის ხარისხი მათემატიკაში — ლილისა და იაუნდის უნივერსიტეტებში[3] [4]. 1987 წლიდან, იგი ბანგის უნივერსიტეტში სწავლობდა, 1989-1992 წლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე იყო, 2005-2008 წლებში კი — უნივერსიტეტის რექტორი[5].

პრემიერ-მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 22 იანვარს, ცენტრალური აფრიკის პრეზიდენტმა ფრანსუა ბოზიზემ, ტუადერა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშნა[6]. მისი მთავრობა, რომელიც 29 წევრისგან შედგებოდა, (4 სახელმწიფო მინისტრი, 17 მინისტრი, 7 მინისტრის დელეგატი და პრემიერ-მინისტრი — ტუადერა) ამავე წლის 28 იანვარს დაინიშნა[7].

2009 წლის 18 იანვარს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება დაიშალა და მეორე დღეს, 19 იანვარს, ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა 31 მინისტრით, რომელთაგან 10 მათგანი წინა მთავრობის წევრი იყო[8]. 2011 წლის 22 აპრილს, ფოსტენ არშანჟ ტუადერამ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბა, ამჯერად 34 მინისტრით[9]. ახალი მთავრობა წინა მთავრობის 10 წევრის, ფრანსუა ბოზიზეს ვაჟის (თავდაცვის მინისტრი), ძმისშვილის (ფინანსთა მინისტრი) და 11 ახალი წევრისგან შედგებოდა.

2012 წლის დეკემბერში, ცენტრალურ აფრიკის რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო (2012—2015). 2013 წლის 11 იანვარს, გაბონის დედაქალაქ ლიბრევილში ხელი მოეწერა სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. 12 იანვარს, ფრანსუა ბოზიზემ ტუადერა თანამდებობიდან გადააყენა, ვინაიდან, ხელშეკრულების შესაბამისად, პოლიტიკურ ოპოზიციას მთავრობის სათავეში ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა დაენიშნა[10] .

პრეზიდენტობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015-2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ფოსტენ არშანჟ ტუადერამ ხმათა 62% მიიღო და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი გახდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]