გამელანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გამელანი (მალაიის აზიური უნივერსიტეტის კოლექციიდან)

გამელანიინდონეზიური ხალხური ორკესტრის და ინსტრუმენტული იმპროვიზაციის სტილი. გაჩნდა რა კუნძულ იავაზე, შემდგომში გავრცელდა ბალის, სუმატრას და სხვა ახლომდებარე კუნძულებზე.

მუსიკა ასეთი ორკესტრების მიერ სრულდება ისეთ ინსტრუმენტებზე, როგორიც არის გამბანგი, სარონი, სლენტემი, ბონანგის გონგები, გენდანგის დოლები, სხვადასხვა გონგი. ასეთ მუსიკაში დასარტყმელი საკრავები ძირითად თემას ასრულებენ. ანსამბლების მიერ აგრეთვე გამოიყენება სიმებიანი საკრავები - კეჩაპი და ცელემპუნგი, ხემიანი რებაბი, ფლეიტა სულინგი, ხოლმე - მამაკაცის ან ქალის ვოკალიც. საკრავების საერთო რაოდენობა 10-დან 25-მდე მერყეობს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]