ფართობი
იერსახე
ფართობი არის :
- სიბრტყის ნაწილი, რომელიც შემოფარგლულია მრუდით ან ტეხილი ხაზით, მაგალითად მართკუთხედის, სამკუთხედის ფართობი.
- სივრცე, ზედაპირი, რომელიც გამოყოფილია ბუნებრივად ან სპეციალურად რაიმე მიზნებისათვის, მაგალითად საცხოვრებელი ფართობი, სათესი ფართობი.
- რაოდენობრივი ზომა ამა თუ იმ ტერიტორიული ერთეულის (ქვეყნის, რეგიონის, ქალაქის) მიერ დაკავებული სიბრტყისა, რომელიც წარმოადგენს დედამიწის ზედაპირის გარკვეულ ნაწილს.
ფართობის საზომი ერთეულებია: კვადრატული მეტრი (SI-სისტემაში), კვადრატული კილომეტრი, ჰექტარი და სხვა.
გეომეტრიული ფიგურების ფართობი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მართკუთხედის ფართობი გამოითვლება ფორმულით a × b, სადაც a არის მართკუთხედის სიგრძე, b - მართკუთხედის სიგანე.
- სამკუთხედის ფართობი გამოითვლება ფორმულით (a × h) ÷ 2, სადაც a არის სამკუთხედის ფუძე, h - ფუძეზე დაშვებული სიმაღლე.
- წრის ფართობი გამოითვლება ფორმულით π × R2, სადაც π არის უსასრულო სიდიდე 3,141592..., ხოლო R - წრის რადიუსი.
- ტრაპეციის ფართობი გამოითვლება ფორმულით h x (a+b):2, სადაც a და b - ტრაპეციის ფუძეებია , ხოლო h არის ტრაპეციის სიმაღლე.
ქვეყნების ფართობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 227-228.