ვარიაცია (მუსიკა)
Jump to navigation
Jump to search
ვარიაცია (ინგლ. variation) – მუსიკალური ფორმა, რომელიც აგებულია ძირითადი მუსიკალური თემის და მისი შემდგომი სახეცვლილებების საშალებით. ვარიაციის ფორმით შეიძლება შეიქმნას როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები, ასევე დიდი მუსიკალური ფორმის რომელიმე ნაწილი. ასეთია მაგალითად, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 32 ვარიაცია ფორტეფიანოსათვის, გლინკას სიმფონიური ნაწარმოები „კამარინსკაია“, აგებული ორი რუსული სიმღერის ვარიაციებზე და სხვა. კომპოზიტორ იოზეფ ჰაიდნის მთელი რიგი სიმფონიების მეორე ნაწილებიც ვარიაციული ფორმით ვითარდება.