როკ-ენ-როლი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „როკი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ როკი.
ბილ ხეილი შესრურების დროს

როკ-ენ-როლი, როკ-ენდ-როლი (ინგლ. Rock’n’roll, Rock and roll, სიტყვასიტყვით „იქანავე და იტრიალე“) — პოპულარული ჯაზური მუსიკის სტილი, რომელიც აღმოცენდა აშშ-ში 1950-იანი წლების დასაწყისში. მას ფესვები აქვს რიტმ ენდ ბლუზში, ქანთრიში, ფოლკში, გოსპელსა და ჯაზში. სტილი სწრაფად გავრცელდა დანარჩენ მსოფლიოში და დროთა განმავლობაში თანამედროვე როკ მუსიკაში განვითარდა. ამჟამად როკ-ენ-როლი და როკ მუსიკა სინონიმებად მოიაზრება.

კლასიკური როკ-ენდ-როლი ერთი ან ორი ელექტრო გიტარით (ერთი წამყვანი, მეორე რიტმი), სიმებიანი კონტრაბასით ან (1950-იანების შემდეგ) ელექტო ბას-გიტარითა და ბარაბანებით სრულდება.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • როკ-ენ-როლი, ქსე, ტ. 8, გვ. 423, თბ., 1984