ზემო კოტო
| პრეფექტურა | |
|---|---|
|
ზემო კოტო ფრანგ. Haute-Kotto სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Tö-Kötö | |
| ქვეყანა |
|
| ადმ. ცენტრი | Bria |
| კოორდინატები | 7°00′00″ ჩ. გ. 23°00′00″ ა. გ. / 7.00000° ჩ. გ. 23.00000° ა. გ. |
| ფართობი | 86 650 კმ² |
| მოსახლეობა | 90 316 კაცი (2003) |
| სიმჭიდროვე | 1,04 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
|
| |
ზემო კოტო (ფრანგ. Haute-Kotto; სანგო — Sêse tî kömändâ-kötä tî Tö-Kötö) — პრეფექტურა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის აღმოსავლეთში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთით ესაზღვრება ზემო მბომუს პრეფექტურას, სამხრეთით მბომუს პრეფექტურას და მცირე ნაწილით ქვემო კოტოს პრეფექტურას, დასავლეთით უაკას პრეფექტურას, ჩრდილოეთით ბამინგი-ბანგორანის და ვაკაგას პრეფექტურებს, ჩრდილო-აღმოსავლეთით სუდანს და სამხრეთ სუდანს.
ფართობის მიხედვით ეს ქვეყნის ყველაზე უფრო დიდი პრეფექტურაა. პრეფექტურის ჩრდილოეთ ნაწილში, ვაკაგის პრეფექტურის საზღვრის გასწვრივ მდებარეობს ბონგოს მთის მასივი. ჩრდილო-აღმოსავლეთით, სუდანის სახელმწიფო საზღვართან — აბურასეინის მთა, სიმაღლით ზღვის დონიდან 1113 მეტრი. ზემო კოტოს პრეფექტურის მთელ ტერიტორიაზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენ მიედინება მდინარე კოტო. ამ მდინარეზე, პრეფექტურის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდებარეობს მისი ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ბრია.
სუბპრეფექტურები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| |||||
