ხელოვნური თანამგზავრი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |

ხელოვნური თანამგზავრი — უპილოტო კოსმოსური აპარატი, რომელიც მოძრაობს დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე. დედამიწის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობისათვის აპარატმა უნდა განავითაროს პირველი კოსმოსური სიჩქარე ან მასზე მეტი (მაგრამ არაუმეტეს 1,4-ჯერ მეტი). როგორც წესი, თანამგზავრებს კოსმოსში უშვებენ მრავალსაფეხურიანი რაკეტა-მატარებლით დედამიწის ზედაპირიდან არანაკლებ 150 კილომეტრის სიმაღლიდან რათა თავიდან აიცილონ თანამგზავრის ატმოსფეროში ნაადრევად შესვლა და მისი ფუნქციონირების შეწყვეტა.
პირველი თანამგზავრი („სპუტნიკ–1“) გაშვებულ იქნა 1957 წლის 4 ოქტომბერს[1] საბჭოთა კავშირში არსებული კოსმოდრომ ტიურა–ტამიდან (მას მოგვიანებით ეწოდა „ბაიკონური“). მას შემდეგ სხვადასხვა სახელმწიფოს მიერ გაშვებულ იქნა რამდენიმე ათასი სხვადასხვა დანიშნულების თანამგზავრი.
თანამგზავრები არსებობს მრავალი დანიშნულების როგორიცა: სანავიგაციო, სადაზვერვო, კავშირგაბმულობის, მეტეოროლოგიური, ორბიტალური სადგური და სხვა.
თანამგზავრები განსხვავდებიან აგრეთვე მათი ორბიტის მიხედვით. ორბიტა შეიძლება იყოს:
- დედამიწასთან ახლო მდებარე (200—2000 კმ),
- საშუალო ორბიტა (2000-35286 კმ),
- გეოსტაციონარული (35786 კმ) და სხვა.
საქართველოს პირველ თანამგზავრად შეიძლება ჩაითვალოს 1999 წელს კოსმოსურ სადგურ „მირზე“ გაშლილი „რეფლექტორი“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ხელოვნური თანამგზავრი“ ვიკისაწყობში.
- ხელოვნური თანამგზავრი საიტზე Curlie
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Sputnik 1: Trajectory Details. National Space Science Data Center. NASA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-20. ციტირების თარიღი: 8 იანვარი, 2017