ფრანსუა ოლანდი
| ფრანსუა ოლანდი François Hollande | |
| თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
|---|---|
| 15 მაისი, 2012 – 14 მაისი, 2017 | |
| წინამორბედი | ნიკოლა სარკოზი |
| მემკვიდრე | ემანუელ მაკრონი |
| დაბადებული | 12 აგვისტო, 1954 რუანი, |
| პოლიტიკური პარტია | საფრანგეთის სოციალისტური პარტია |
| მეუღლე | სეგოლენ რუაიალი (1973–2007) ვალერი ტრიერვეილერი (2007-დღემდე) |
| შვილები | თომასი კლემენსი ჟულიენი ფლორა |
| რელიგია | კათოლიკე |
| ხელმოწერა | |
ფრანსუა ოლანდი (ფრანგ. François Gérard Georges Nicolas Hollande; 12 აგვისტო 1954, რუანი) — ფრანგი პოლიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე, საფრანგეთის პრეზიდენტი 2012-2017 წლებში. სოციალისტური პარტიის პირველი მდივანი 1997-2008 წლებში. საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის დეპუტატი (1988—1993 და 1997 წლიდან), ქალაქ ტიულის მერი (2001 - 2008 წლებში). კორეზის დეპარტამენტის გენერალური საბჭოს პრეზიდენტი 2008 წლიდან.
საფრანგეთის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოლანდმა ხმების 28,6 % მიიღო, მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ კი — 27,1 %[1][2]. 6 მაისს გამართულ მეორე ტურში კი დაამარცხა საფრანგეთის მოქმედი პრეზიდენტი[3][4].
ადრეული ცხოვრება და წარსული
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლანდი ზემო ნორმანდიის რეგიონის ქალაქ რუანში დაიბადა, საშუალო კლასის ოჯახში. დედა, ნიკოლ ფრედერიკ მარგერიტ ტრიბერი (1927–2009) სოციალური მუშაკი იყო, მამამისი — ჯორჯ გუსტავ ოლანდი კი, ოტორინოლარინგოლოგი. მიჩნეულია, რომ გვარი „ოლანდი“ (Hollande) კალვინისტი წინაპრებისგან მომდინარეობს, რომლებიც XVI საუკუნეში ჰოლანდიიდან (ნიდერლანდები) გამოიქცნენ და გვარად თავიანთ ძველი სამშობლოს სახელი დაიტოვეს.[5] ოლანდი კათოლიკედ მოინათლა.[5]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official page at the French National Assembly
- Official website დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine.
- Sego’s love rival named by website
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფრანსუა ოლანდმა გაიმარჯვა
- ↑ საფრანგეთში არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა აჯობა სარკოზის
- ↑ Francois Hollande, the new French President. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-10. ციტირების თარიღი: 2012-05-07.
- ↑ სარკოზიმ დამარცხება აღიარა
- ↑ 5.0 5.1 Angelique Chrisafis. François Hollande: from marshmallow man to Sarkozy's nemesis? | World news. The Guardian. ციტირების თარიღი: 6 May 2012.
| ||||||||||||||
