შინაარსზე გადასვლა

შირბახტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირბახტი
ინდური შირბახტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  შირბახტისებრნი
გვარი:  შირბახტი
ლათინური სახელი
Sesamun
სახეობები
იხ. ტექსტი

შირბახტი (ლათ. Sesamum) — ერთ და მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი შირბახტისებრთა ოჯახისა.

გვარში 35 სახეობაა. უმთავრესად გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ აფრიკაში. კულტურაშია ინდური შირბახტი, რომლის სიმაღლე 1-2 მეტრს აღწევს. აქვს დატოტვილი, სწორმდგომი ღერო, ლანცეტა ფოთოლი, დიდი ვარდისფერი, იისფერი ან თეთრი ყვავილი; ნაყოფი კოლოფია, 1000 თესლის მასა 2-5 გრამი.

შირბახტი სითბოს, სინათლისა და ტენის მოყვარულია. ვეგეტაციის პერიოდი 80-150 დღე გრძელდება. თესლი შეიცავს 50-65% ზეთს, რომელსაც იყენებენ უშუალოდ საკვებად, ასევე საკონდიტრო, საკონსერვო, მარგარინის მრეწველობაში, მედიცინაში და ტექნიკური მიზნებისათვის. კოპტონს იყენებენ საქონლის საკვებად.