ფრანსუა ბოზიზე
ფრანსუა ბოზიზე | |
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
15 მარტი, 2003 – 24 მარტი, 2013 | |
წინამორბედი | ანჟ ფელიქს პატასე |
მემკვიდრე | მიშელ ჯოტოდია |
დაბადებული | 14 ოქტომბერი, 1946 მუილა, გაბონი |
პოლიტიკური პარტია | უპარტიო |
მეუღლე | მონიკ ბოზიზე |
ფრანსუა ბოზიზე იანგუვონდა (ფრანგ. François Bozizé Yangouvonda; დ. 14 ოქტომბერი, 1946, მუილა, გაბონი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სახელმწიფო, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2003 წლიდან.
1979-1981 წლებში თავდაცვის მინისტრია, ხოლო 1981-1982 წლებში - კულტურისა და ინფორმაციის მინისტრია. ხელისუფლების სათავეში მოვიდა სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. ორწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ჩაატარა საპრეზიდენტო არჩევნები და გაიმარჯვა. ასევე გამარჯვებას მიაღწია 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
2013 წლის 24 მარტს კოალიცია სელეკას აჯანყებულებმა აიღეს პრეზიდენტის სასახლე დედაქალაქ ბანგიში. პრეზიდენტი ბოზიზე გაიქცა დედაქალაქიდან და თავი სავარაუდოდ კონგოს დრ-ს შეაფარა[1]. აჯანყებულთა ლიდერმა მიშელ ჯოტოდიამ თავი პრეზიდენტად გამოაცხადა უახლოეს არჩევნებამდე.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრანსუა ბოზიზეს ბიოგრაფია დაარქივებული 2012-01-30 საიტზე Wayback Machine.
- Integrated Regional Information Networks (IRIN), «Bozize to contest presidency as an independent candidate»