The Independent

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
The Independent
The Independent logo.png
ტიპი: ონლაინ-გაზეთი
მფლობელ(ებ)ი: ალექსანდრე ლებედევი
ევგენი ლებედევი
გამომცემელი: Independent Print Limited
რედაქტორი: არჩი ბლანდი
მთავარი რედაქტორი: ამოლ რახანი
დაარსდა: 1986
პოლიტიკური ერთგულება: ლიბერალური, რადიკალური ცენტრისტი
ენა: ინგლისური
სათავო ოფისი: {{{სათავო ოფისი}}}
დობილი გაზეთ(ებ)ი: The Independent on Sunday; The i
ISSN: 0951-9467
საიტი: http://www.independent.co.uk/

ინდეპენდენტი (ინგლ. The Independent — დამოუკიდებელი) — ბრიტანული ონლაინ-გაზეთი.[1] დაარსდა 1986 წელს, როგორც ლონდონში გამომავალი ნაციონალური დილის გაზეთი. 1997 წლიდან მას აკონტროლებდა ირლანდიელი ბიზნესმენის, ტონი ო’რეილის Independent News & Media, 2010 წელს კი გაზეთი რუსმა ბიზნესმენმა, ალექსანდრე ლებედევმა იყიდა.[2] 2016 წლის მარტიდან გამოცემამ ნაბეჭდი ვერსია შეწყვიტა და მთლიანად ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა.

ზედმეტსახელად Indy, თავდაპირველად პატარა ფურცლებზე დაბეჭდილი გაზეთი იყო, 2003 წლიდან კი ტაბლოიდის ფორმატზე გადავიდა.[3] გამოცემა ცენტრისტულ-მემარცხენე ხედვებისაა და ორიენტირებულია კულტურასა და პოლიტიკაზე,[4] ეკონომიკურ საკითხებზე.[5] საკუთარ თავს არ უკავშირებს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და წარმოაჩენს ხედვათა ფართო სპექტრს. „თავისუფალი პოლიტიკური პარტიების მიდრეკილებისგან, თავისუფალი მესაკუთრული გავლენისგან“ — ასე აღწერს გაზეთი საკკუთარ თავს; აღნიშნული წარწერის მქონე ბანერი დატანილი იყო გაზეთის მთავარ გვერდზე, თუმცა 2011 წელს ის მოიხსნა.[6]

ყოველდღიურმა გამოცემამ 2004 წელს ბრიტანეთის პრესის ჯილდო მიიღო და დასახელდა წლის ნაციონალურ გაზეთად. 2013 წლიდან გამოცემის მთავარი რედაქტორია წარმოშობით ინდოელი ამოლ რაჯანი, მოადგილე კი არჩი ბლანდი. 28 წლის ბლანდი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი იყო ბრიტანეთის საგაზეთო ინდუსტრიის ისტორიაში, რომელიც მაღალ მმართველობით რგოლში დაინიშნა; რაც შეეხება რაჯანს, მთავარ რედაქტორად დანიშვნისას ის 29 წლის იყო.

2015 წლის ივნისში, გაზეთის დღიური ბრინვა 58 000-ზე ქვემოთ იყო, რაც 1990 წლის პიკთან შედარებით 85%-ით იყო ნაკლები; საკვირაო გამოცემის ბრუნვა კი 97 000-ს შეადგენდა.[7] 2016 წლის 12 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ The Independent-ი და მისი საკვირაო გამოცემა მთლიანად ციფრულ სფეროში გადაინაცვლებდა.[1] The Independent-ის ბოლო ბეჭდური ვერსია 2016 წლის 20 მარტს გამოვიდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

The Independent-ის პირველი ნომერი 1986 წლის 7 ოქტომბერს დაიბეჭდა.[8] გაზეთის დამფუძნებლები იყვნენ ანდრეას ვაითამ სმითი, სტივენ გლუვერი და მეთიუ საიმონდსი. სამივე მათგანი The Daily Telegraph-ის ყოფილი ჟურნალისტები იყვნენ.[9]

The Independent-ის დაარსება ბრიტანეთის საგაზეთო სამყაროში არსებულ რთულ პერიოდს დაემთხვა, რაც რუპერტ მერდოკის კუთვნილ მედიასაშუალებებში წარმოქნილი პრობლემებით იყო გამოწვეული. თავდაპირველად, The Independent-მა სწორედ მერდოკის გაზეთებიდან სცადა თანამშრომელთა გადმობირება. ცენტრისტული-მემარცხენე მკითხველების გადაბირების გზით, პირველი გამოწვევა The Guardian-ს გაუგზავნა, მეორე მხრივ კი The Times-ს დაუწყო კონკურენცია. ტირაჟმა პიკს 1989 წელს მიაღწია — 400 000.

1990-დან დღემდე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1990-იან წლებში The Independent-ი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, რადგან ფასები დააგდეს მერდოკის კუთვნილმა გაზეთებმა. ამის შემდეგ, გაზეთმა სარეკლამო კამპანია წამოიწყო, რომელშიც The Times-სა და The Daily Telegraph-ს მეპატრონეების, რუპერტ მერდოკისა და კონრად ბლეკის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებდა.

ფინანსური პრობლემები შეექმნა გაზეთის გამოცემას. მისით დაინტერესება გამოთქვა სხვა რამდენიმე მედია-კომპანიამ. 1994 წელს გაზეთის აქციების მესამედი ტონი ო'რეილის Mirror Group Newspapers-მა შეიძინა. 1995 წელს გაზეთის წილები გადანაწილდა Independent News & Media-ს (43%), MGN-ს (43%), და Prisa-ს (El País-ის გამომცემელი, 12%) შორის.[10]

1998 წელს ო’რეილმა კომპანიის 54% ჩაიგდო ხელში, რაც 30£ მილიონი დაუჯდა. 2004 წლისთვის, გაზეთი კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდა და წლიური დანაკარგი 5£ მილიონს შეადგენდა.[11]

2010 წლის 25 მარტს, Independent News & Media-მ გაზეთი რუს ოლიგარქს, ალექსანდრე ლებედევს მიჰყიდა სიმბოლურ ფასად, 1£-ად, მომდევნო ათი თვის მანძილზე 9.25£ მილიონის გადახდის პირობით; თავის მხრივ, ცალ-ცალკე The Independent-ი და The Independent on Sunday განგრძლივი საკონტრაქტო ხელშეკრულებით 28£ და 40£ მილიონად შეფასდა.[2][12] 2009 წელს, ლებედევს უკვე ჰქონდა შეძენილი გაზეთი London Evening Standard-ი.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Breaking News“, BBC News, 12 February 2016. წაკითხვის თარიღი: 12 February 2016. 
  2. 2.0 2.1 Independent titles sold to Lebedev family company“, The Independent, 25 March 2010. წაკითხვის თარიღი: 25 March 2010. 
  3. 'The Independent' launches tabloid version to give readers a choice“, The Independent, 27 September 2003. 
  4. U.K. paper follows rivals into tabloid format: At The Times, size matters, International Herald Tribune, 8 December 2003. დაარქივებული 4 დეკემბერი 2008 საიტზე Wayback Machine
  5. Wilby, Peter. “It is. Is he?“, The Guardian, 14 April 2008. წაკითხვის თარიღი: 27 March 2010. 
  6. Indy's Independence Whacked - Guy Fawkes' blog. Order-order.com (30 September 2011). წაკითხვის თარიღი: 2 September 2012.
  7. ABC circulation figures Press Gazette
  8. Dennis Griffiths (ed.) The Encyclopedia of the British Press, 1422–1992, London & Basingstoke: Macmillan, 1992, p.330
  9. Glover, Stephen. “The Independent: Reflections on the last 20 years“, 6 October 2006. წაკითხვის თარიღი: 3 December 2012. 
  10. Lewis, Justin; Williams, Andrew; Franklin, Bob; Thomas, James; Mosdell, Nick. The Quality and Independence of British Journalism: Tracking the Changes Over 20 Years. Cardiff School of Journalism, Media and Cultural Studies, Cardiff University.
  11. Lelic, Sarah. “INM eyes Independent profit“, mad.co.uk, 19 September 2006. 
  12. Bintliff, Esther. “Lebedev scoops up The Independent for £1“, 25 March 2010. წაკითხვის თარიღი: 20 September 2011. 
  13. Ponsford, Dominic (9 April 2010) "Roger Alton steps down as Independent editor", Press Gazette (London).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Independent&oldid=3131351“-დან