მიშელ ჯოტოდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მიშელ ჯოტოდია
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 მარტი, 2013 – 10 იანვარი, 2014
წინამორბედიფრანსუა ბოზიზე
მემკვიდრეალექსანდრ-ფერდინანდ ნგუენდე

დაბადებული1949
ვაკაგის პრეფექტურა, უბანგი-შარი
პოლიტიკური პარტიასელეკა - დემოკრატიული ძალების კავშირი
რელიგიაისლამი

მიშელ ჯოტოდია (ფრანგ. Michel Am-Nondokro Djotodia; დ. 1949, ვაკაგის პრეფექტურა, უბანგი-შარი) — ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2013-2014 წლებში. ხელისუფლებაში მოვიდა ფრანსუა ბოზიზეს წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო გადატრიალების შედეგად.

დაიბადა 1949 წელს ვაკაგის პრეფექტურაში, უბანგი-შარი. სარწმუნოებით ისლამის მიმდევარია, მაშინ როდესაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის მოსახლეობის უმეტესობა ქრისტიანობას მისდევს[1]. სწავლობდა სსრკ-ში, ჯერ ქალაქ ორიოლის ტექნიკუმში, ხოლო შემდეგ პატრის ლუმუმბას სახელობის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტში. 10 წელი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში, ცოლად ჰყავდა სსრკ-ს მოქალაქე, რომელთანაც შეეძინა გოგონა[2].

2014 წლის 9 იანვარს ჯოტოდიამ პირველად დატოვა ქვეყანა და გაფრინდა ჩადის დედაქალაქ ნჯამენაში, სადაც მიმდინარეობდა ცენრალური აფრიკის ქვეყნების ეკონომიური გაერთიანების სამიტი. 10 იანვარს ბანგის მოსახლეობა გამოვიდა აქციებზე პრეზიდენტის გადადგომის მოწოდებით. ამავე დღეს მან საკუთარი ნებით უარი განაცხადა მოვალეობის შესრულებაზე, რადგან ვერ შეძლო ქვეყანაში მიმდინარე ძალადობის ტალღის გამკლავება[3] და გაიქცა ბენინში[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]