გუბე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყის ზონაში არსებული გუბე

გუბე — მცირედ ჩაღრმავებულ ადგილას დამდგარი წყალი.[1] გუბე არსებითად წარმოადგენს სითხის, უმეტესწილად, წყლის შედარებით მცირე დაგროვებას დედამიწის ზედაპირის ჩაღრმავებულ ან ამა თუ იმ საფარველის უსწორმასწოროებებში. გუბე შეიძლება იყოს წარმოდგენილი ტროტუარზე, გზის სავალ ნაწილზე და სხვა. გზებსა და ტროტუარებზე არსებული გუბეები არის საგზაო მშენებლობის წესების უხეში დარღვევის შედეგი, რაც გამოიხატება საგზაო საფუძვლის დრენაჟის უქონლობაში ან საგზაო საფარის განივი დახრის პრინციპის დაუცველობაში. ამგვარი დეფექტებისას, დრენაჟულ სისტემებში დროული გადაგდების ნაცვლად წყალი ზედაპირზე გროვდება. ტროტუარებზე არსებული გუბეები დაბრკოლებებს წარმოადგენენ გადაადგილებისათვის და აფუჭებენ ქვეითთა ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს. საავტომობილო გზებზე არსებული გუბეები საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის რისკს ზრდიან და ხელს უწყობენ ავტომობილების გაჭუჭყიანებას. პატარა გუბეს გუბურა ეწოდება.[2]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=გუბე&oldid=3196211“-დან