რაჟდენ არსენიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან არსენიძე, რაჟდენ)
Jump to navigation Jump to search

რაჟდენ მათეს ძე არსენიძე (დ. 1880 ან 1881, ქუთაისის მაზრა ― გ. 1965, პარიზი) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა იურიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ჭაბუკობიდანვე ჩაება სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში. რსდმპ II ყრილობის შემდეგ მიემხრო მენშევიკებს. მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ბაქოს მენშევიკურ ორგანიზაციებში. თანამშრომლობდა გაზეთებში „ივერიასა“ და „კვალში“. ეკავა იუსტიციის მინისტრის პოსტი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში. იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვების შემდეგ გაემგზავრა ემიგრაციაში, ეწეოდა ანტისაბჭოთა საქმიანობას. ავტორია ნაშრომისა: „განხილვა მეფე ვახტანგ მეექვსის კანონმდებლობისა“ (პარიზი, 1963).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]