ელინთა დემოკრატიული პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ელინთა დემოკრატიული პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1918
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

ელინთა დემოკრატიული პარტია — პარტია, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-15 ნომრად იღებდა მონაწილეობას. პარტიის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, 13 სექტემბრის კანონის შედეგად ეროვნულ საბჭოში ეთნიკური უმცირესობის კვოტით შეყვანილი დეპუტატი, ექიმი ალექსანდრე მიხაილოვი. საარჩევნო სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 63.