საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია
ისტორია
დაფუძნდა 1918
პოზიციები
იდეოლოგია მემარცხენე
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

საქართველოს მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტთა მაშვრალთა პარტია — პარტია, პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-9 ნომრად იღებდა მონაწილეობას. პოლიტიკური სუბიექტი 1918 წელს გამოეყო სოციალისტ-ფედერალისტთა ჯგუფს. პარტიას ჰქონდა რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიის შეხედულებები. პარტიის 38 კაციანი საარჩევნო სიიდან 3 ქალი კანდიდატი იყო. პოლიტიკურმა სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 56.