საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია
დაფუძნდა 1919
იდეოლოგია მემარჯვენე
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტია — პარტია, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-7 ნომრად იღებდა მონაწილეობას. პარტია მემარჯვენე იდეოლოგიის პოლიტიკურ სუბიექტს წარმოადგენდა. 1921 წელს ეროვნულ-დემოკრატებთან და ეროვნულ (ნაციონალისტურ) პარტიასთან ერთად ჩამოაყალიბა კოალიციური ტიპის ,,საქართველოს დემოკრატიული პარტია". 1919 წელს საქართველოს რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიის საარჩევნო სიაში იყვნენ: დავით ჩიქოვანი, თედო სახოკია, სანდრო ახმეტელი, შიო არაგვისპირელი. საარჩევნო სიაში 1 ქალი კანდიდატიც იყო. საარჩევნო სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 52.