დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი
დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი | |
---|---|
ისტორია | |
დაფუძნდა | ივლისი, 1918 |
შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) კავშირი, პარტიათა გარეშე მყოფი ქართველების დამოუკიდებელი პოლიტიკური კავშირი — საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-11 ნომრად იღებდა მონაწილეობას.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„დამოუკიდებელთა (უპარტიოთა) პოლიტიკური კავშირი“ დაარსდა 1918 წლის ივლისში. ის ქართული ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლებს - მეცნიერებს, პოეტებს, სამხედროებსა და სხვებს აერთიანებდა. კავშირი მიზნად ისახავდა საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას და მისი სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას. უპარტიოთა კავშირი არ ყოფილა წმინდა პოლიტიკური პარტია თავისი მკაფიოდ ჩამოყალიბებული წესდებითა და პროგრამული დოქტრინით, მაგრამ გააჩნდა პოლიტიკური პლატფორმა, რომლის უმთავრესი მუხლები იყო:
- საქართველოში დამოუკიდებელი დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და გაძლიერება;
- საქართველოს პოლიტიკური სოციალური და ეკონომიკური განვითარება დემოკრატიულ ნიადაგზე;
- შემოქმედებითი თეორიული და პრაქტიკული მუშაობა.
კავშირის ხელმძღვანელი ორგანო იყო საბჭო, რომელიც შედგებოდა 12 წევრისაგან: ირაკლი გუნცაძე, პროფ. ივანე ჯავახიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, დუტუ მეგრელი, ივანე აფხაზი, კონსტანტინე ამირაჯიბი, ესტატე მაჩაბელი, გიორგი ჯაფარიძე, გრიგოლ გაბაშვილი, ვახტანგ ღამბაშიძე, კონსტანტინე მაყაშვილი და დავით კარიჭაშვილი.
საქართველოს ეროვნულ საბჭოში უპარტიოთა კავშირის წარმომადგენლები იყვნენ გენერალ-მაიორი კოტე აფხაზი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.
1919 წლის თებერვალში გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები, სადაც დამოუკიდებელ (უპარტიოთა) კავშირმა ვერ გადალახა ბარიერი.
დამოუკიდებელ (უპარტიოთა) კავშირის სია დამფუძნებელი კრების 1919 წლის არჩევნებისთვის
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე
- ჯავახიშვილი ივანე ალექსანდრეს ძე
- აფხაზი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე
- მაყაშვილი კონსტანტინე ზაქარიას ძე
- მღვდლიშვილი მიხეილ მოსეს ძე
- ამირაჯიბი კონსტანტინე მიხეილის ძე
- ღამბაშიძე ვახტანგ დავითის ძე
- გედევანიშვილი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე
- დარახველიძე (კრინიცკი) ალექსანდრე მიხეილის ძე
- ზედგინიძე ივანე ბესარიონის ძე.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 58.