ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა
იერსახე
| ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა | |
|---|---|
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 1919 |
| შტაბ-ბინა | თბილისი, საქართველო |
ესტეტიური ლიგა პატრიოტებისა — საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-14 ნომრად იღებდა მონაწილეობას. იგი ხელოვანებს აერთიანებდა და მისი წევრები იყვნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, იაკობ ნიკოლაძე, პავლე ინგოროყვა, ლადო გუდიაშვილი, ალექსი არსენიშვილი. საარჩევნო სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017.