ბორჩალოს მაზრის მუსულმანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბორჩალოს მაზრის მუსულმანები

დაფუძნდა 1919
შტაბ-ბინა თბილისი, საქართველო

ბორჩალოს მაზრის მუსულმანები — საარჩევნო სუბიექტი, რომელიც 1919 წლის თებერვალში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მე-12 ნომრად იღებდა მონაწილეობას. მათ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხუთკაციანი საკანდიდატო სია წარუდგინეს. საარჩევნო სუბიექტის საკანდიდატო სია და ბიულეტენები ძირითადად აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე იყო შედგენილი, გარკვეული ნაწილი იყო ქართულადაც. პსაარჩევნო სუბიექტმა დაწესებული ზღვარი ვერ გადალახა და შესაბამისად მისი წევრები ვერ მოხვდნენ დამფუძნებელ კრებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში. თბილისი, 2017, გვ. 60.