შინაარსზე გადასვლა

მარცხენა გენწვიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მარცხენა გენწვიში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აფხაზეთის არ
მუნიციპალიტეტი აჟარის მუნიციპალიტეტი
თემი გენწვიში-ხუტია
კოორდინატები 43°06′03″ ჩ. გ. 41°49′22″ ა. გ. / 43.10083° ჩ. გ. 41.82278° ა. გ. / 43.10083; 41.82278
მოსახლეობა 116 კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მარცხენა გენწვიში — საქართველო
მარცხენა გენწვიში
მარცხენა გენწვიში — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
მარცხენა გენწვიში
მარცხენა გენწვიში — აჟარის მუნიციპალიტეტი
მარცხენა გენწვიში

მარცხენა გენწვიში[1]სოფელი დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში (გენწვიში-ხუტიის თემი).[2] მდებარეობს მდინარე კოდორის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 720 მეტრზე, გულრიფშიდან დაშორებულია 86 კილომეტრით.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.[3]

სახელწოდება გენწვიში მომდინარეობს სვანური სიტყვიდან „გენწიშ“ რაც „ანწლიან ადგილს“ ნიშნავს.[4] გენწვიში პირველად ფიქსირდება 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სიაში.

1930 წელს აჟარის სასოფლო საბჭოში შედიოდა მარცხენა გენწვიში და მარჯვენა გენწვიში. სახელწოდებები მომდინარეობს მათი მდინარე კოდორის ნაპირზე მდებარეობის მიხედვით.[5]

2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 116 ადამიანი.[6]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1959[7][8] 267 --- ---
1989[9] 180 --- ---
2002[6] 116 59 57
  1. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (4 ოქტომბერი, 2024). ციტირების თარიღი: 7 იანვარი, 2025
  2. მუნიციპალიტეტების რეესტრი
  3. კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
  4. ჯ. გამახარია, თ. ბერაძე, თ. გვანცელაძე., აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე., აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, 2011, ISBN 978-9941-0-3928-7.დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-20. ციტირების თარიღი: 2025-02-24..
  5. პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 89, ISBN 978-9941-461-55-2.
  6. 6.0 6.1 მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  7. საკავშირო მოსახლეობის აღწერა 1959. სოხუმის რაიონი (თანამედროვე გულრიფშის ოლქის ჩათვლით). ციტირების თარიღი: 2013-03-01
  8. აფხაზეთის ასსრ ეთნიკური რუკა 1959 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01
  9. აფხაზეთის ეთნოლინგვისტური რუკები 1989 წ.. ციტირების თარიღი: 2013-03-01