მრამბა
იერსახე
| მრამბა | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | აჟარის მუნიციპალიტეტი (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) |
| სათავე |
კოდორის ქედი 43°03′07″ ჩ. გ. 41°46′42″ ა. გ. / 43.052194° ჩ. გ. 41.778444° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 2610 მ |
| შესართავი |
კოდორი 43°06′01″ ჩ. გ. 41°42′07″ ა. გ. / 43.100278° ჩ. გ. 41.702194° ა. გ. |
| სიგრძე | 14 კმ |
| აუზის ფართობი | 174 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 15,3 მ³/წმ |
|
| |
მრამბა — მდინარე საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აჟარის მუნიციპალიტეტში. კოდორის მარცხენა შენაკადი (ერთვის სოფელ მრამბასთან). სიგრძე 14 კმ, აუზის ფართობი 174 კმ². სათავე აქვს კოდორის ქედის ჩრდილოეთ კალთზე, ზღვის დონიდან 2610 მ-ზე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და ზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 15,3 მ³/წმ.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება მრამბა აფხაზური წარმომავლობისაა და „მზის უნახავს“ ნიშნავს.[1]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 166.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ პ. ცხადაია, ბ. ხორავა, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2017. — გვ. 90, ISBN 978-9941-461-55-2.