საკენი
საკენი | |
---|---|
სიგრძე | 35 კმ |
აუზის ფართობი | 233 კმ² |
საკენი — მდინარე აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კოდორის ერთ-ერთი მდგენელი. სათავე აქვს ზღვის დონიდან 2620 მ-ზე, სიგრძე 35 კმ, აუზის ფართობის 233 კმ². საზრდოობს თოვლის, მყინვარის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულსა და ზაფხულშია, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წყლის ხარჯი 20,6 მ²/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 670.