ამტყელი
Jump to navigation
Jump to search
ამტყელი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე |
ჩხალთის ქედი 43°15′54″ ჩ. გ. 41°19′56″ ა. გ. / 43.265083° ჩ. გ. 41.332306° ა. გ. |
შესართავი |
ამყტელის ტბა 43°05′54″ ჩ. გ. 41°17′53″ ა. გ. / 43.098583° ჩ. გ. 41.298222° ა. გ. |
სიგრძე | 39 კმ |
აუზის ფართობი | 398 კმ² |
|
ამტყელი[1] — მდინარე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 398 კმ². სათავე აქვს ჩხალთის ქედის დასავლეთ ნაწილში, ამტყელის უღელტეხილთან. ზემო დინება ტროგულ ხეობაში მიედინება, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში. ერთვის ამტყელის ტბას, საიდანაც მიწისქვეშა გზით გაედინება. ამტყელი (სიგრძე 10 კმ-მდე), რომელიც მდინარე კოდორის მახლობლად გამოდის მიწის ზევით, მარცხნიდან იერთებს მდინარე ჯამპალს და იქვე ერთვის კოდორს.
ამტყელი საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დამდეგს იცის, წყალმცირობა — ზამთარში.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 409, თბ., 1975 წელი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 16, თბ., 1987.