ოსიაარხუ
იერსახე
ოსიაარხუ — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ყულანურხვის თემი), აფხაზეთის მთისწინეთში. ზღვის დონიდან 150 მ, გუდაუთიდან 3 კმ.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება აფხაზური წარმოშობისაა და ოსიების გვარის გორას ნიშნავს. როგორც ჩანს, ამ ადგილას ოსიების ქართულ გვარ უცხოვრია.[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 68.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 593.