გარფი
იერსახე
გარფი — სოფელი საქართველოში. მდებარეობს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ოთხარის თემი), ბზიფის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე კუშირთის (მჭიშთის აუზი) მარცხენა ნაპირას. ზღვის დონიდან 300 მ, გუდაუთიდან 20 კმ, ბარმიშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 6 კმ. სოფლის მახლობლად არის კარსტული მღვიმეები (დიდი და მცირე გარფი).
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 564.