ქვაბრუთა
იერსახე
ქვაბრუთა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აჭანდარის თემი), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე ჭბაართის ნაპირას. ზღვის დონიდან 180 მ, გუდაუთიდან 20 კმ., აჭანდარიდან 3 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 505.