ოთხარა
იერსახე
ოთხარა, უათჰარა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის მთისწინეთში. თემის ცენტრი (სოფლები: ბაჩა, გარფი, მამიჯირხვა, ჟაბნა). ზღვის დონიდან 180 მ, გუდაუთიდან 18 კმ, ზვანდრიფშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 8 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 505.