ბაღიქითა
იერსახე
ბაღიქითა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აბღარხუქის თემი), მდინარეების ააფსთისა და ჭბაართის შუამდინარეთში, ჭბაართის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 125 მ, შავი ზღვიდან 6 კმ, გუდაუთიდან 8 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 379.