ზვანდრიფში
ზვანდრიფში — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტის ზვანდრიფშის თემში. მდებარეობს მდინარე მჭიშთის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 80 მ-ზე, გუდაუთიდან 21 კმ-ში.
ზვანდრიფშის სახელი უკავშირდება აზნაურ (აამსთა) ზვანბების საგვარეულოს. ზვანდრიფშის თემი (საბჭოთა პერიოდის სასოფლო საბჭო) რამდენიმე დასახლებას აერთიანებდა, მ. შ. აკვასქემწას, ალაჰაშხუს, არაშახუს და ბაალარხვას. 1952 წელს სოფელ არაშახუს ეწოდა ზვანდრიფში.[2] საბჭოთა პერიოდში ზვანდრიფშში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეჩაიეობა. 1989 წლის აღწერით საკუთრივ სოფელ ზვანდრიფშში იყო 145 მცხოვრები, ზვანდრიფშის სასოფლო საბჭოში — 1048 (ძირითადად აფხაზები). 1992 წლიდან საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაკარგა სოფელზე კონტროლი. 2011 წელს სეპარატისტული რეჟიმის მიერ ჩატარებული აღწერით ზვანდრიფშში (ყოფ. სასოფლო საბჭოს დანარჩენი სოფლების ჩათვლით) იყო 907 მცხოვრები. სოფლის ტერიტორიაზე, ადგილ აბაახუში აღმოჩენილია ძვ. წ. X-IX საუკუნეების ქვევრსამარხი ბრინჯაოს ნივთებით (მ. შ. კოლხური ცული).
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 366.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 517.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Перепись населения Абхазии 2011. Гудаутский район (რუსული)
- ↑ ხორავა ბ., ჭანტურია ნ., აფხაზეთის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფა 1921-1991 წლებში, თბ., 2019. — გვ. 27, 42, 47.