გუდოუ
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
გუდოუ (გუდაუ) — მდინარე საქართველოში, აფხაზეთში (გუდაუთის მუნიციპალიტეტი). სიგრძე 11 კმ, აუზის ფართობი 45 კმ2. ერთვის შავ ზღვას. საზრდოობს წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. დამახასიათებელია წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. ერთვის რამდენიმე შენაკადი, რომელთა ჯამური სიგრძეა 9 კმ. საშუალო წლიური ხარჯი 1,3 მ3/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 188.