აბაახუდა
იერსახე
აბაახუდა[1][2] (აფხ. Абаахәда) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (ანუხვის თემი). ზღვის დონიდან 150 მ, შავი ზღვიდან 4 კმ, გუდაუთიდან 24 კმ., ანუხვიდან 4 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1949 წლიდან მოექცა ზემო ანუხვის სასოფლო საბჭოში, მანამდე არ იხსენიება. მისი ამჟამინდელი სახელია აბაახუდა (Абаахəда//Қəчуқə Стампул). მას ასევე ქუჩუკ სტამპულსაც (თურქ. „პატარა სტამბული“) ეძახიან. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა მეთამბაქოეობის მეურნეობა. ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 1989 წ. აღწერა[3] | 70 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 10.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 55, თბ., 2016.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1989. აფხაზეთის ასსრ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-24. ციტირების თარიღი: 2018-07-29