ჯირხვა
იერსახე
| სოფელი | |
|---|---|
|
ჯირხვა Џьырхәа | |
| ქვეყანა |
|
| ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
| მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
| თემი | ჯირხვა |
| კოორდინატები | 43°12′21″ ჩ. გ. 40°32′44″ ა. გ. / 43.20583° ჩ. გ. 40.54556° ა. გ. |
| ადრეული სახელები | ხუდარა |
| ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
| მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
| სასაათო სარტყელი | UTC+4 |
| სატელეფონო კოდი | +995 |
ჯირხვა (ყოფილი ხუდარა) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ბორცვიანი მთისწინეთის ძირას. თემის ცენტრი (სოფლები: აფშანხვარა, აქვაჩარხუ, ახუწა, ბგარდვანი, კვანაფა, სინირხვა). ზღვის დონიდან 160 მ, გუდაუთიდან 13 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სოფელ ჯირხვაში 1917 წლის დეკემბერში დაიწყო აფხაზეთში პირველად გლეხთა ბოლშევიკური შეიარაღებული რაზმების შექმნა ნესტორ ლაკობას ხელმძღვანელობით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 567.