ყულანურხვა
ყულანურხვა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე დოხვართის (ააფსთის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: აბგავერა, ადეიგვარა, არუთა, აჩკაწა, თამკვაჩ-იგვავერა, თასრაყვა, ოსიაარხუ, წვიშაარხუ). ზღვის დონიდან 150 მ, გუდაუთიდან 6 კმ. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]სოფელში აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ნაშთები.[2]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 662.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 143.