აოსირხვა
იერსახე
აოსირხვა[1], ავასირხვა[2] — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (აჭანდარის თემი), მდინარე ააფსთის ნაპირზე. ზღვის დონიდან 160 მ, შავი ზღვიდან 13 კმ, გუდაუთიდან 19 კმ.[3] სახელწოდება აფხაზურია და ოსიების (ოსია – გააფხაზებული ქართული გვარი) ბორცვს ნიშნავს[4].
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 14.
- ↑ ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 174.
- ↑ ბ. ხორავა, პ. ცხადაია, აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი, თბილისი, 2016. — გვ. 57.