ქვემო მწარა
იერსახე
ქვემო მწარა — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში (მწარის თემი), აფხაზეთის ბორცვიან მთისწინეთში, მდინარე მწარის ხეობაში. ზღვის დონიდან 250 მ, გუდაუთიდან 16 კმ., ჭირუთადან 1 კმ.
ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით (2008 წლის 23 ოქტომბერი) ტერიტორია განსაზღვრულია, როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებული. დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შეიქმნა 1948 წელს სოფლების სანაპცაცკიუღის და ატნაპცაცკიუღის გაერთიანებით.[1] საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 514.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №1-2 (14-15), გვ. 34, თბ., 1948 წ. ISSN 0203-2023