ააცი
სოფელი | |
---|---|
ააცი აფხ. Аацы | |
ქვეყანა |
![]() |
ავტონომიური რესპუბლიკა | აფხაზეთის არ |
მუნიციპალიტეტი | გუდაუთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ააცი |
კოორდინატები | 43°08′11″ ჩ. გ. 40°43′56″ ა. გ. / 43.13639° ჩ. გ. 40.73222° ა. გ. |
ადრეული სახელები | ბაკლანოვკა |
ოფიციალური ენა | აფხაზური ენა და რუსული ენა |
მოსახლეობა | 0 კაცი (2002) |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
საფოსტო ინდექსი | 6909[1] |
ააცი[2][3] (აფხ. Аацы[4]; ყოფ. ბაკლანოვკა, ძვ. აღაცო) — სოფელი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკის გუდაუთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ალრა, ალძიხი, ბინთხა, კუტიძრა). მდებარეობს მდინარე ააფსთის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 40 მეტრ სიმაღლეზე. შავი ზღვიდან დაშორებულია 6 კილომეტრით, გუდაუთიდან 13 კილომეტრით. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[5]
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1989 წ. აღწერა[6] | 371 | -- | -- |
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისტორიული სოფელი აღაცო აღნიშნულია XVII საუკუნის II ნახევრის „ჯიჰან-ნუმას“ თურქულ რუკაზე სახელწოდებით „აღჩა“. 1737 წლის დასავლეთ საქართველოს რუკაზე გვხვდება მდინარე სახელწოდებით „აღაცო“, რომელსაც ვახუშტი ბატონიშვილი „აღაცოს წყლის“ სახელით მოიხსენიებს. მდინარის სახელწოდება მომდინარეობს სოფლის სახელისაგან. როდესაც აქ აფხაზები დამკვიდრდნენ, მას ააცი უწოდეს. ეს სახელწოდება XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან არის დამოწმებული. იხსენიება 1867 წლის აფხაზ მუჰაჯირთა სიაში. XIX საუკუნის 30-იან წლებში ააცის ქვემო ნაწილში დამკვიდრდა რუსული გარნიზონი. მაშინ ეწოდა ამ ტერიტორიასაც და მდინარესაც ბაკლანკა, როგორც ჩანს, რუსი ოფიცრის, შემდეგში გენერლის ბაკლანოვის პატივსაცემად. ბაკლანკას იხსენიებს ფ. დიუბუა დე მონპერე. 1878 წელს ბაკლანკა//ბაკლანოვკა დამოუკიდებელი რუსული სოფელი გახდა, რომელიც XX საუკუნის 50-იან წლებში ააცს შეერწყა და სოფლის სახელი ბაკლანოვკა გახდა, ხოლო თემის — ააცი. 1923 წელს ააცის თემი 5 სოფლით გუდაუთის მაზრაში შედიოდა. 1925 წელს ააცის და ბაკლანოვკის ს/საბჭოები ცალ-ცალკე შედიოდა გუდაუთის მაზრა- ში. 1951 წელს ბაკლანოვკის ს/საბჭო გაუქმდა, ხოლო სოფ. ბაკლანოვკა ააცის ს/საბჭოს შეუერთდა. 1952 წელს სოფელ ბაკლანოვკას დაუბრუნდა სახელი ააცი.
1962 წელს სოფელში აღმოაჩინეს ვერძის თავის გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკუთხა აბზინდა,რომელსაც ბრინჯაოს ხნით ათარიღებენ.
ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში მდებარეობს XIX-XX საუკუნეების ააცის ეკლესია[7].
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცხადაია პ., ხორავა ბ., „აფხაზეთის გეოგრაფიული სახელწოდებანი“, გვ. 52-53, თბ., 2016.
- თ. ბერაძე, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 9.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 10.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ საფოსტო ინდექსის მოძებნა
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 13.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 13.
- ↑ В. Е. Кәарҷиа, «Аԥсны атопонимика», Аҟәа 2002, ад. 568
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ დაარქივებული 2011-01-01 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ მოსახლეობის სრულიად საკავშირო აღწერა 1989. აფხაზეთის ასსრ
- ↑ აფხაზეთის არქიტექტორულ-ისტორიული ნაგებობების ონლაინ რუკა