მუხაესტატე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
მუხაესტატე
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური რესპუბლიკა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუნიციპალიტეტი ქობულეთის მუნიციპალიტეტი
თემი მუხაესტატე
კოორდინატები 41°50′31″ ჩ. გ. 41°51′59″ ა. გ. / 41.84194° ჩ. გ. 41.86639° ა. გ. / 41.84194; 41.86639
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 2045[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %, რუსები 0,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მუხაესტატე — საქართველო
მუხაესტატე
მუხაესტატე — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
მუხაესტატე
მუხაესტატე — ქობულეთის მუნიციპალიტეტი
მუხაესტატე

მუხაესტატესოფელი საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფელი მუხაესტატე). მდებარეობს მესხეთის ქედის მთისწინეთში, მდინარე აჭყვის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ., ქობულეთიდან 7 კმ. სოფელში გადის ქობულეთი-ოზურგეთი-საჯავახოს საავტომობილო გზა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გადმოცემის თანახმად სოფლის სახელწოდება დაკავშირებულია ტყვეთა სყიდვასთან. ჭანიეთელი გლეხი ესტატე ბავშვებს იტაცებდა და ოსმალეთში ჰყიდდა. ერთხელ, როდესაც მუშტარი დათქმულ ადგილას არ დახვდა, მან ბავშვი მუხაზე მიაბა და ხეზე კი სახელი ესტატე ამოკაწრა, რათა მყიდველს გაეგო ბავშვი ვინ მიუყვანა და ფული ხის ფუღუროში დაეტოვებინა. წლების შემდეგ ესტატეს მღვდლისთვის აღსარებაში გაუნდია ეს ამბავი და ადგილიც დაუსახელებია. ხალხში ეს ამბავი გავრცელდა და ადგილს მუხაესტატე დაერქვა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა პერიოდში მეუხაესტატეს სასოფლო საბჭოში შედიოდა ასევე სოფლები ზენითი, ალამბარი და ზედა კონდიდი. განვითარებული იყო მეჩაიეობა და მეციტრუსეობა, მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2045 კაცი[1].

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 1974[3][4]
2014 2045[1] Increase2.svg

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. დურმიშხან ცინცაძე, „ლეგენდა მუხაესტატეზე“ — „ლიტერატურული აჭარა“ N3, 1959 წ.
  3. pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
  4. საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი