ხუცუბანი
სოფელი | ||||
---|---|---|---|---|
ხუცუბანი | ||||
![]() ხუცუბანი. ქართველთა რაზმი. ერმაკოვი. | ||||
ქვეყანა |
![]() | |||
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა | |||
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი | |||
თემი | ხუცუბანი | |||
კოორდინატები | 41°48′13″ ჩ. გ. 41°49′55″ ა. გ. / 41.80361° ჩ. გ. 41.83194° ა. გ. | |||
ცენტრის სიმაღლე | 50 მ | |||
მოსახლეობა | 3483[1] კაცი (2014) | |||
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,3 %, რუსები 0,3 %, უკრაინელები 0,2 % | |||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | |||
სატელეფონო კოდი | +995 | |||
| ||||
ხუცუბანი — სოფელი ქობულეთის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფლები: ხუცუბანი, ნაკაიძეები, ქვედა სამება). მდებარეობს ქობულეთის დაბლობზე, მდინარე კინტრიშის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 50 მ., ქობულეთიდან 6 კმ. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3483 კაცი[1]. სოფელში აბანოს ღელეზე გამოვლენილია გოგირდწყალბადიანი, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული და ნატრიუმიან-კალციუმიანი მინერალური წყალი, დებეტი 2000 ლ/დ.[2]
ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სოფელში აღმოჩენილია ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლი. 1878 წლის 18 იანვარს რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს სოფლის ტერიტორიაზე გაიმართა ბრძოლა რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიების ჯარებს შორის. სოფლის ტერიტორიაზე აღმართულია რუსთა და ქართველთა საძმო სასაფლაოები. ერთი მათგანი კავკასიის მე-2 მსროლელთა ბატალიონის 76 წევრისაა, ხოლო მეორე — გურიის დრუჟინის 38 მებრძოლისა. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ჩაის ფაბრიკა და ციტრუსების შემფუთავი ქარხანა.
დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 4187[3][4] |
2014 | 3 483[1] ![]() |
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 521.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ ბურჭულაძე ზ. ურბოეკოლოგია გვ. 83 — 2016 წ.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი
|