ხინოწმინდა (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)
სოფელი | |
---|---|
ხინოწმინდა | |
ქვეყანა | საქართველო |
ავტონომიური რესპუბლიკა | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა |
მუნიციპალიტეტი | ქობულეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | ჭახათი |
კოორდინატები | 41°43′43″ ჩ. გ. 42°04′44″ ა. გ. / 41.72861° ჩ. გ. 42.07889° ა. გ. |
ადრეული სახელები | ხინო (2018-მდე) |
ცენტრის სიმაღლე | 1040 მ |
მოსახლეობა | 1[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ხინოწმინდა (2018 წლის 2 თებერვლამდე — „ხინო“[2]) — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ჭახათის თემში (სოფლები: დიდვაკე, ვარჯანაული, კეჭიეთი, კობალაური, ოხტომი, ტყემაკარავი, ჭახათი, ხინოწმინდა). მდებარეობს მდინარე კინტრიშის ხეობაში, ზღვის დონიდან 1040 მ. ჭახათიდან 26 კმ., ქობულეთიდან 44 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მესაქონლეობა, მეფუტკრეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი.[1] სოფლის ტერიტორიაზე არის 7 მეტრი სიღრმის შავი ტბა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
1911 | 469[3] |
2002 | 94[4][5] |
2014 | 1[1] |
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელში შემორჩენილია იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია, რომელიც ხინოს საეპისკოპოსოს ცენტრს წარმოადგენდა. ხინოს საეპისკოპოსო ცენტრი XVI საუკუნიდან XVIII საუკუნის 70-იან წლებამდე იყო. XIX საუკუნის 70-იან წლებში ხინოს მოსახლეობა დაახლოებით 300 კომლს შეადგენდა.
ხინოწმინდის ეკლესია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია იდგა სოფლის თავში, მდინარე კინტრიშის მარჯვენა ნაპირზე, ოთხკუთხა ქვის გალავნის შიგნით. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ის გუმბათიანი უნდა ყოფილიყო. დიმიტრი ბაქრაძის ცნობით ის აჭის ეკლესიის მსგავსი იყო, უგუმბათო და 1860-იანი წლების შუაში დაანგრიეს. გადარჩა მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი სალაროთი და ეგვტერით. ტაძარი საბოლოოდ 1919 წელს დაანგრიეს.
ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 484.
- ბაქრაძე დ ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, ბათუმი: „საბჭოთა აჭარა“, 1987 [1878]. — გვ. 83.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №46 2018 წლის 2 თებერვალი ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ
- ↑ Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 217.
- ↑ pop-stat.mashke.org — საქართველოს დასახლებული პუნქტების მოსახლეობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-19. ციტირების თარიღი: 2011-02-01.
- ↑ საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტი — სოფლების მოსახლეობა 2002 წელი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.
|